ჩვენი ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღე უაღრესად საინტერესო
გახლდათ. ჯგუფის ყველა წევრმა წარმოადგინა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია, აგრეთვე
მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. ბოლოს
კი კომენტარების სახით ჩვენი თვალსაზრისი განვათავსეთ კოლეგების ბლოგებზე.
ზოგადად, ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ტრენერის კვალიფიკაცია და მოთმინება შესაშური და სანაქებო. დიდი მადლობა.16.12.18
15.12.18
მერვე დღე
დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. დარჩენილი დრო დავუთმეთ ბლოგის გაუმჯობესებას. კერძოდ, თავდაპირველად გამოვცვალეთ სათაური, ამის შემდეგ მარჯვენა პანელზე დავამატეთ გაჯეტები: საიტის სტუმართა მთვლელი, ინფორმაცია ჩვენ შესახებ, სასარგებლო ბმულები, აგრეთვე ავტვირთეთ პროექტის სურათი და სათაური, რათა ისინი ბლოგის ყველა გვერდზე გამოჩნდნენ.
2.12.18
მეშვიდე დღე
განვაგრძეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. Intel-ის შაბლონებისა და მაგალიტების გამოყენებით აღვწერეთ ჩვენი პროექტის განხორციელების ეტაპები და პროცედურები. ამის შემდეგ განახლებული დოკუმენტი ავტვირთე Drive-ზე და გავაზიარე ბლოგზე.
1.12.18
მეექვსე დღე
დღეს ბლოგზე ავტვირთეთ პროექტში გამოყენებული სურათები. აგრეთვე ავტვირთეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. შევადგინეთ თვითშეფასებისა და შეფასების რუბრიკები (შესაბამისად, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებებისათვის) და ავტვირთეთ ეს დოკუმენტები Google Drive-ზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)